ბათუმში, ,,ხოფის ბაზარში" ერთ-ერთი საწყობი აფეთქდა. ჯერჯერობით, უცნობია არის თუ არა მსხვერპლი.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი რამდენიმე წუთში იქნება, შესაბამისად მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია სწორედ ამის შემდეგ ექნებათ.