გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის მოქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის სანქციები სამართლიანი იყო.
მისი თქმით, მოსკოვის მერ უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევა არ შეიძლება რეაგირების გარეშე დარჩეს.
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ქმედებებზე საერთო ევროპული რეაქცია მართებული იყო." - განაცხადა მერკელმა.
ამას გარდა, გერმანიის კანცლერმა მოსკოვს შეახსენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ის მოურიდებლად ცდილობს საქართველოსა და მოლდოვეთში ვითარების დესტაბილიზაციას და ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ბლოკადის შექმნას.
მერკელმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, დნესტრისპირეთის, ყირიმის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მოსკოვის პოზიციაზე.