7 დეკემბერს, იტალიის დედაქალაქ რომში კონცერტი „ქართული პოლიფონია-კაცობრიობის საგანძური" გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ გუნდები: პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „თამარიონნი". ხელმძღვანელი: ვალერი შარიფაშვილი; ბარსელონას წმინდა ნინოს სახელობის სამრევლოს სიმღერისა და გალობის გუნდი "GEORGIA". ხელმძღვანელი: დავით ტყეშელაშვილი; ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ბარაკონი".ხელმძღვანელი: დავით ცხვედიანი; დიუსელდორფის წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი.ხელმძღვანელი : ბექა ფერაძე; ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი „ნანილა". ხელმძღვანელი: ნანა ჩიხიაშვილი; მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასალის ტაძრის სიმღერისა და გალობის გუნდი. ხელმძღვანელი: ნანა გობეჩია; რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის არავა.
კონცერტში მონაწილე გუნდებს ფონდი „ქართული გალობა" გადასცემს სამახსოვრო სიგელებს და ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილ ქვის საპატიო ქანდაკებებს.
ფონდი„ქართული გალობა"განაგრძობს ქართული ტრადიციული გალობის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთში ქართულ ეპარქიებთან და ცდილობს მხარში ედგას ემიგრაციაში მოღვაწე ქართულ გუნდებს. ფონდის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იღვწვიან ქართული საეკლესიო და ტრადიციული მუსიკის აღდგენა-პოპულარიზაციისთვის.
ფონდიმა „ქართული გალობა" საქართველოს საპატრიარქო დასავლეთ ევროპის ეპარქიასთან ერთად გადაწყვიტა ევროპაში მცხოვრები ქართველებისათვის გამართოს საზეიმო კონცერტი „ქართული პოლიფონია - კაცობრიობის საგანძური". როგორც "ქართული გალობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ანსაბლ "რუსთავის" დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადა, ღონისძიების ორგანიზებაში საქართველოსთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ასევე, დასავლეთ ევროპის, ავსტრია-გერმანიის და ბელგიის ეპარქიები.
ფონდი "ქართული გალობა" საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და მეცენატ ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით 2012 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს ქართული კულტურისა და ხელოვნების ტრადიციული დარგებისა და ქართული სიმღერა-გალობის მხარდაჭერა.
დაარსებიდან დღემდე, ფონდმა არაერთი სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი პროექტი განახორციელა.