22-24 ნოემბერს იტალიის კუნძულ სარდინიაზე კინოფესტივალი ,,SGUARDI VISIONI STORIE 2014" გაიმართა, სადაც საკონკურსოდ გაგზავნილი 50 ფილმიდან 20 საუკეთესო შეარჩიეს.
იმ გადარჩეულ 20 ფილმს შორის აფხაზი რეჟისორის, ილონა ხვარწკიას ნამუშევარი ,,ზაფარიც" მოხვდა, რომელმაც ფესტივალის ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
,,ფილმმა სპეციალური პრიზი მიიღო. გვინდა მადლობა ვუთხრათ ,,ზაფარის" ავტორს იმისთვის, რომ აფხაზეთის რეალიები გაგვაცნო და იმისთვისასც, რომ თავისი დიდი ტალანტი გამოავლინა." - აღნიშნულია კინოფესტივალის ჟიურის განცხადებაში.
ხვარწკიას ფილმმა 2013 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ სამოყვარულო ფილმების მეორე კინოფესტივალზე ,,საუკეთესო რეჟისურის" და ,,საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში გაიმარჯვა.
მიმდინარე წლის სექტემბერში ,,ზაფარი" მეშვიდე საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო.