უეფამ ყირიმულ საფეხბურთო კლუბებს რუსეთის ჩემპიონატში თამაში აუკრძალა. ოფიციალური განცხადება გვიან ღამით ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ გააკეთა. ამ დროისათვის რუსეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში სიმფეროპოლის, სევასტოპოლისა და იალტის სამი კლუბი გამოდის. ამისთვის ისინი ჯერჯერობით არ დაისჯებიან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასპარეზობა ახალი წლის მერეც გააგრძელეს, სერიოზული სანქციები დაეკისრებათ.
მასალის გამოყენების პირობები