შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებს შეხვდა. როგორც იზორიამ ჟურნალისტებთან განმარტა საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები დაინტერესდნენ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონმდებლობასთან დაკავშირებული მოვლენებით.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები დაინტერესდნენ ბოლო პერიოდის მოვლენებით, რომელებიც დაკავშირებული იყო ე.წ. მოსმენების კანონმდებლობასთან. მოისმინეს არგუმენტები, რაც მათთვის იყო ძალიან მისაღები, ალბათ, თვითონ გააკეთებენ შეფასებებს, ყოველ შემთხვევაში, დაფიქსირდა არაერთგზის ნათქვამი არგუმენტი და მათაც ვკითხე დაზუსტებისთვის, თუ არსებობდა სხვა მაგალითები თუ ალტერნატივები იმისა, რომ ვთქვათ, შსს-ს გარე უწყებას ჰქონოდა პროვაიდერებთან ტექნიკური მიბმა კანონიერი მოსმენებისთვის. ასეთი მაგალითი მე ვერ მოვისმინე იმიტომ, რომ ასეთი ევროპაში არ არსებობს, რითაც კიდევ ერთხელ გამიმყარდა რწმენა, რომ სწორედ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია და შესაბამისად, ვუთხარი ისიც, რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და ის, რომ დღეს კანონიერ მოსმენებზე გარე კონტროლს უკვე სწორედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტი განახორციელებს, სწორედ ამ ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაც იქნება", _განაცახდა იზორიამ.