ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში 212 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც 103 ადამიანი დაიღუპა, 268 პირმა კი სხვადსხვა სახის დაზიანებები მიიღო.
ამ მონაცემების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინიტრმა რაულ ლოლუამ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ავტოტრანსპორტის რაოდენობა აფხაზეთში 4-ჯერ გაიზარდა და დღეისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში სხვადსხვა პირზე 40 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული.
რაულ ლოლუამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი, რომლის დროსაც 18-20 წლის ახალგაზრდები იღუპებიან, არის მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა და მაღალი სიჩქარე.
,,მხოლოდ ბოლო თვეში, საპატრულო რეიდების დროს ასზე მეტი ნასვამი მძღოლი დაჯარიმდა. მეტი იქნება იმათი რიცხვი, რომელთა გამოვლენაც ვერ მოხერხდა." - აღნიშნა მან.
ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზ სტუდენტებს 3 დეკემბერს შეხვდა.