ხვალ, 4 დეკემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლებს, წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას შვილი ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰყავდათ.
წმინდა ანამ უფალს აღუთქვა, თუ წყალობას მოიღებდა, შვილს მას შესწირავდა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ასული, მარიამი ეყოლებოდა, რომელიც მაცხოვარს შობდა.
სამი წლის განმავლობაში მარიამი შინ იზრდებოდა. შემდეგ კი მშობლებმა აღსაზრდელად იერუსალიმში ტაძარში მიიყვანეს.