"რეფორმატორთა კლუბის" ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი სახალხო დამცველის ანგარიშს, სადაც საუბარია, 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ჩატარებული სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე, ბოდვას უწოდებს.
როგორც შაშკინმა დღვანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ომბუდსმენის ანგარიში ასახული გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამება და ის ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზიანებებლია.
"ის რაზეს საუბრობს სახალხო დამცველი ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზიანებებლია, გარდა ამისა, ეს არის მორალურად ძალიან მძიმე დაღუპულთა ოჯახის წევრებითვის.
სახალხო დამცველმა 12 ადამიანთან საუბრის საფუძველზე გააკეთა დასკვნა, რომელთაგან არც მონაწილე და არც ის ადამიანი იყო ვინმე, ვინც, სპეცოპერაციის დროს ან შემდგომ, იღებდა გადაწყვეტიულებებს. მინდა ავღნიშნო და ეს მან თავადაც თქვა, რომ შს სამინისტრო არ ენდო და სამედიცინო დასკვნა არ მისცა.
გულწრფელად გეტყვით, მგონია, რომ სახალხო დამცევლს არ ესმის რომ ის არის სახელწიფო მოღვაწე, და ჰგონია რომ რომელიმე არასამთავრობოა და გრანტი აქვს აღებული",- განაცხადა შაშკინმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოს ანგარიში გუშინ წარმოადგინა.
სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საბჭომ ერთწლიანი მუშაობის შედეგად გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის, სპეციალური ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სოფელ ლაფანყურის მცხოვრებლები, მათ შორის მძევლად მყოფი პირი, აგრეთვე, ის პირები, ვისაც, მათი განცხადებით, გააჩნდათ ინფორმაცია 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან განვითარებული მოვლენების შესახებ. სახალხო დამცველი 2014 წლის 16 მაისს იმყოფებოდა სოფელ ლაფანყურში, სადაც გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მოხდა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და უკანონო შეიარაღებული ჯგუფების წევრებს შორის.
საზოგადოებრივი საბჭოს აზრით, ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღება აუცილებელია, როგორც 2012 წლის 28-29 აგვისტოს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისთვის. კერძოდ:იმ დროს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები საქართველოში ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ. ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები საპირისპირო გარემოებებს წარმოაჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ არაერთი დღის განმავლობაში საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.უცნობია როდის და როგორ მოხვდნენ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრები და როგორ დატოვეს (ან დატოვეს თუ არა) ჯგუფის გადარჩენილმა წევრებმა საქართველოს ტერიტორია.
საზოგადოებრივი საბჭო მიიჩნევს, რომ წინამდებარე ანგარიშში დასმულ საკითხებზე პასუხის გაცემა და საზოგადოების ინფორმირება არსებითია, იმისთვის, რათა 2012 წლის 28-29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეცოპერაციის გარშემო არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გაეცეს.