თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი"-ს VI კლასის მოსწავლე ცოტნე სიდამონიძემ ჩეხეთის „ახალგაზრდა ვირტუოზ პიანისტთა 47-ე საერთაშორისო კონკურსზე" (19- 24 ნოემბერი - Virtuosi per musica di pianoforte 2014) მოიპოვა II პრემია და სპეციალური პრიზი „ბარტოკის საუკეთესო შესრულებისთვის".
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს ცოტნე სიდამონიძეს და მის პედაგოგ ქალბატონ ნატო მაღალაშვილს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.