თუ პრეზიდენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო, პარლამენტს ვეტოს დასაძლევად, მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოუწევს.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თამვჯდომარე გიორგი კახიანი და განმარტავს, დეპუტატებს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად დეპუტატთა 76 ხმა დასჭირდება.
მისივე თქმით, თუ პარლამენტმა უმრავლესობის კანონპროექტი დღეს სამივე მოსმენით დაამტკიცა, მაშინ ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად დღესვე გადაეგზავნება.
"თუ მიუხედავად ყველაფრისა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა და ვეტო დაადო კანონს, ჩვენ მოგვიწევს, რიგგარეშე სხდომის ჩატარება, რათა ვეტოზე მსჯელობა 1-ელ დეკემბრამდე მოესწროს. თუ ვერ მოასწრო პარლამენტმა ამ პროცედურის გავლა, მაშინ ამოქმედდება ის რეგულაციები, რომელიც შეჩერებული იყო1-ელ დეკემბრამდე. სამართლებრივი რეგულირების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, შეიქმნება ხარვეზები, სანამ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოზე არ იმსჯელებს" ,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
ფარული მიყურადების "გასაღების" შესახებ, ბესელია - ფოფხაძე - სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები დღეს, პლენარულ სხდომაზე, მეორე და მესამე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ.
კანონპროექტს მხარს არ უჭერენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და უმრავლესობის ნაწილი, მათ შორის ფრაქცის "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები".
აღნიშნული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გამართეს დღეს, პარლამენტთან, პროექტის განხილვის პარალელურად პროცესში ჩრთულმა არასამთავრობო ორგანზაციებმა.