ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მილიციის განყოფილების თანამშრომლებმა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისას სამი პიროვნება დააკავეს, რომელთა მიმართაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
დაკავებულები არიან სოფელ აჩიგვარას მკვიდრი ბესიკ აბრუმია, სოფელ რეფის მკვიდრი რობერტ სორდია და გალელი ვეფხვია სვირავა.
სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად სამივე მათგანს ნარკოტიკული ნივთიერება ,,მარიხუანას" მოხმარება დაუმტკიცდა.