ახალი ხელშეკრულების მიღების შემთხვევაში, რუსული და აფხაზური მხარეები აფხაზეთის საზღვაო სივრცის და აფხაზეთ-საქართველოს ე. წ. საზღვრის დასაცავად კომპლექსური ზომების გატარებაზე თანხმდებიან.
ასევე, მზად არიან, უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ.
,,მხარეებმა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყონ აფხაზეთ-საქართველოს საზღვარის საინჟინრო-ტექნიკური აღჭურვა." - ნათქვამია ხელშეკრულების პროექტში.
ამასთან, 2010 წლის 16 ოქტომბრის შეთანხმების საფუძველზე, უნდა შეიქმნას ერთიანი საბაჟო კონტროლის ზონები და დროებითი შენახვის საწყობები, აფხაზეთისა და რუსეთის საბაჟო სტრუქტურებმა კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ.
მასალის გამოყენების პირობები