რუსეთის ფედერაციას სამხედრო და საგარეო ერთობლივი პოლიტიკის გატარების გარდა, განზრახული აქვს, აფხაზეთთან ერთად საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნა და აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
„აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულებაში, რუსეთი პირობას დებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეტაპობრივად უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურებში (ჯანდაცვა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი, სოციალური მომსახურება) დასაქმებულთა ხელფასების გაზრდას და ჯამაგირის რუსეთის ფედერაციის სამხრეთ ოლქის სტანდარტებთან დაახლოვებას.
.ხელფასების მატება მოხდება რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი სახსრებით და მისი პირობები და ვადები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში განისაზღვრება.
მასალის გამოყენების პირობები