,, თუ ერთ-ერთ მხარეზე რომელიმე სახელმწიფოს ან სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო აგრესია განხორციელდება, ეს მეორე მხარის მიერაც აგრესიად იქნება აღქმული." - წერია „აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების პროექტში.
ხელშეკრულების თანახმად, აგრესიის შემთხვევაში, გაეროს წესდების 51-ე მუხლის გათვალისწინებით, ერთი მხარე მეორეს სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს.
მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ კი, მხარეები დაუყოვნებლივ აცნობებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
.შესაძლო სამხედრო აგრესიის (შეიარაღებული თავდასხმის) თავიდან აცილების მიზნით, მხარეები ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში ქმნიან ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებას, რომელიც ფორმირებული იქნება აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალებისგან.
საომარ პირობებში დაჯგუფების მეთაურად რუსეთის, მის მოადგილედ კი - აფხაზეთის წარმომადგენელი ინიშნება.
ამასთან, აფხაზური მხარის მოთხოვნით, ხელშეკრულებაში ჩაიდო მუხლი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მიერ ძალის გამოყენება აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან უნდა იყოს შეთანხმებული.