ბიშკეკში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-დე გაიზარდა. დაშავებულთა და დაჭრილთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილი საგანგებო შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.
დაღუპულთა უმეტესი ნაწილი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკზე მოდის. ექიმების განცხადებით, სიკვდილის მიზეზი მეტწილად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია.
შეგახსენებთ, ქვეყანას ამ დროისთვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა მართავს. მინისტრთა კაბინეტი კი სრული შემადგენლობით გადაგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის მხარეს პოლიციაც გადავიდა. ამ დროისთვის ყირგიზეთის საზღვრები მეზობელ სახელმწიფოებთან ჩაკეტილია. ოპოზიციამ კონტროლი დედაქალაქთან მდებარე საერთაშორისო აეროპორტზეც დაამყარა. მომიტინგეებმა დარბიეს მთავრობის სახლი, პარლამენტი და სხვა სახელმწიფო დაწესებულები.
რუსული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, გაძარცულია ეროვნული მუზეუმი. გახშირდა მარადიორობის ფაქტებიც.