ყირგიზეთის პრემიერ-მინიტრმა გადაგომის შესახებ განცხადება დაწერა.
"დანიარ უსენოვმა დაწერა განცხადება და ის მინისტრთა კაბინეტთა ერთად გადამდგარია", _ განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდრემა ტემირ სარიევმა.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა კურმაბეკ ბაკიევმა ქვეყანა დატოვა. ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "კაბარ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიკბერ ჟეკშენკულოვმა ნაციონალურ ტელეარხზე გამოსვლისას განაცხადა.
ყირგიზეთის ოპოზიციამ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით სახალხო თანხმობის მთავრობა აირჩია. ორი დღის განმავლობაში ყირგიზეთში მიმდინარე არეულობას 40-მდე ადამიანი ემსხვრპლა. ბოლო მონაცემებით დაჭრილია 400-ზე მეტი. ოპოზიცია აკონტროლებს ყირგიზეთის დედაქალაქის რიგ სტრატეგიულ ობიექტებს და სახელმწიფო დაწესებულებებს.