დღეს, 18 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახლმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს "გრონჰოლმის მეთოდი". ხოლო 19 ნოემბერს იმავე სპექტაკლით წარსდგება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახლმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში.
ჟორდი გასლერანის პიესის მიხედვით სპექტაკლი დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ,. მონაწილეობენ მსახიობები: ეკა ჩხეიძე, ნიკოლოზ თავაძე, აპოლონ კუბლაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი.
"ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე არც ერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც გალსერანის "გრონჰოლმის მეთოდი". დეტექტივის პრინციპით დაწერილი (თუმცა დეტექტივი არ არის) პიესა, იმედი მაქვს ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. მე არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის, ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი საკუთარ დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას."- თემურ ჩხეიძე.
ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები