ყირგიზეთის პრეზიდენტმა კურმაბეკ ბაკიევმა ქვეყანა დატოვა. ნაციონალური საინფორმაციო სააგენტო "კაბარ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიკბერ ჟეკშენკულოვმა ნაციონალურ ტელეარხზე გამოსვლისას განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით ქვეყნის პრემიერი დანიარ უსენოვი ამ დროისთვის მთავრობის სახლში იმყოფება.