ბიშკეკში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-დე გაიზარდა. დაშავებულთა და დაჭრილთა რაოდენობა კი 400-ს აჭარბებს. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან შექმნილი საგანგებო შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.
დაღუპულთა უმეტესი ნაწილი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკზე მოდის. სიკვდილის მიზეზი მეტწილად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია.
შეგახსენებთ, რომ მომიტინგეებმა პარლამენტის დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა მთავარი პროკურატურის შენობა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყირგიზეთის ოპოზიციამ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის როზა ოტუნბაევას ხელმძღვანელობით ეროვნული თანხმობის მთავრობა აირჩია.
ორი დღის განმავლობაში ყირგიზეთში მიმდინარე არეულობას 30-მდე ადამიანი ემსხვრპლა. ბოლო მონაცემებით დაჭრილია 300-ზე მეტი.
ოპოზიცია აკონტროლებს ყირგიზეთის დედაქალაქის რიგ სტრატეგიულ ობიექტებს და სახელმწიფო დაწესებულებებს.
აქციის მონაწილეებმა მთავრობისგან ხელისუფლების გადმობარება მოითხოვეს.