კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დამატებით 575 317 ლარს მიიღებს. როგორც მთავრობის №2019 განკარგულებაშია აღნიშნული, სამინისტრო აღნიშნულ თანხას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიიღებს.
როგორც განკარგულებიდან ირკვევა, გამოყოფილი საერთო თანხიდან 150 ათასი ლარი - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად დაიხარჯება, ხოლო 145 140 ლარი კი აშშ-ში ფილმის „სიმინდის კუნძული" პიარკამპანიის საწარმოებლადად.
ასევე, 139 950 ლარი პროექტის - „სინთეზური ხელოვნება-მხატვრის წიგნი: ვეფხისტყაოსანი" დაფინანსებას მოხმარდება. 90 ათასი ლარი მოხმარდება თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ჩატარებას, ხოლო 50 ათას 227 ლარი კი სსიპ - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ განათების, გახმოვანების და ინტერნეტქსელის სისტემების მოწყობა-განახლებას მოხმარდება.