ოქტომბრის ბოლოდან დღემდე რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, ფსოუს სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან რუსეთის მიმართულებით 2 ათას ტონაზე მეტი ხილია გატანილი.
ზოგიერთი ქვეყნიდან რუსეთში პროდუქტების შეტანის აკრძალვის შემდეგ, აფხაზურ მანდარინზე, ხურმასა და ფეიხოაზე მოთხოვნა 1, 5 %-ით გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ფსოუს საბაჟოს თანამშრომლები ციტრუსების სეზონს ,,ცხელ სეზონს" უწოდებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთ დღე-ღამეში ფსოუს გამშვებ პუნქტზე 200 ტონა ციტრუსი გადადის. მებაჟეები ვარაუდობენ, რომ მანადარინის სეზონის პიკის დროს, დღე-ღამეში 700 ტონამდე პროდუქციის გატარება მოუწევთ.
,,აფხაზეთთან მრავალი წლის განმავლობაში ვთანამშრომლობთ. ყველამ იცის იმპორტირებული საქონლის ნომენკლატურა. ესაა: მანდარინი, ხურმა და ფეიხოა.
ხშირად გვეკითხებიან, შეძლებს თუ არა აფხაზეთიდან შემოტანილი ხილი იმ დეფიციტის შევსებას, რაც ევროპიდან პროდუქციის მოწოდების შეზღუდვამ სექმნა?
დიახ, ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა, ყველაფერი დამოიდებულია იმაზე, რამდენად კარგი მოსავალი მიიღეს მეზობელ რესპუბლიკაში.
ამ ეტაპზე, უკვე ბევრად მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტი შემოგვივიდა, ვიდრე შარშან ამ დროს. "- განაცხადა საგუშაგო-გამშვებ პოსტ ,,ადლერის" უფროსის თანამდებობის შემსრულებელმა დენის ვორონინმა.