ყირგიზეთის უშიშროება მომიტინგეების მხრიდან ეროვნული უშიშროების შენობის დაკავების ფაქტს უარყოფს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
"იყო შენობის დაკავების მცდელობა, თუმცა მომიტინგეებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს", - ნათქვამია ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში შეტაკებების შედეგად ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 21 ადამიანია დაღუპული. ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა და ქვეყნის სახელმწიფო სატელევიზიო არხი დაიკავეს. არსებული ინფორმაციით, დაიწვა ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის შენობა.