„ნაციონალური მოძრაობის" აქციის პარალელურად კიდევ ერთი აქცია იგეგმება. ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის სახელით გავრცელებულ პროკლამაციაში.
აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის" აქციის პარალელურად შეიკრიბონ ქალაქის ცენტრში, სასტუმრო ივერიის წინ.
„სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი 15 ნოემბერს 2 საათზე რესპუბლიკის მოედანზე „სასტუმრო ივერიის" წინ დავუმტკიცებთ მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო და ქართველი ერი არის ღირსეული, უძველესი და არავის აღარ მისცემს უფლებას, რომ ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში. დაგვცინონ, ფეხქვეშ გათელონ ჩვენი სარწმუნეობრივი და ეროვნული ღირებულებები. ერი და ბერი საქართველოს სადარაჯოზე!"
"15 ნოემერს ერთიანი ძალისხმევით წერტილი დავუსვათ ნაცმოძრაობად წოდებულ პირსისხლიან ხროვასა და ყველა ქართველთმოძულის პარპაშს საქართველოში. ჩვენ თვითონ აღვასრულოთ სამართლიანობა!!! დიდება უფალს, დიდება საქართველოს!!" - ნათქვამია პროკლამაციაში.