დღეს, 14 ნოემბერს, 19:00 საათზე წიგნის მაღაზია ,,დიოგენეში" „დიოგენე", „არტარეა" და „თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი" იწყებს ლიტერატურული შეხვედრების ციკლს ,„ლექციები ლიტერატურაზე".
ყოველკვირეულად წიგნის მაღაზია „დიოგენეში" ცნობილი ქართველი მწერლები, პოეტები, ლიტერატორები წაიკითხავენ ლექციებს მსოფლიო ლიტერატურის შესახებ. პირველი ლექცია ასტრიდ ლინდგრენის 107-ე დაბადების დღეს მიეძღვნება.
იხილეთ ლექციების ჩამონათვალი:
1. დავით გაბუნია - ასტრიდ ლინდგრენის სამყარო (პარასკევი, 14.11)
2. მერაბ ღაღანიძე - ლიტერატურის წარმოშობა (სამშაბათი, 18.11)
3. თემურ კობახიძე - შექსპირი და კომპანია (პარასკევი, 21.11)
4. ირმა ტაველიძე - ჯულიან ბარნსი (სამშაბათი, 25.11)
5. გაგა ნახუცრიშვილი - ლიტერატურა და რეჟიმი (პარასკევი, 28.11)
6. გიორგი ლობჟანიძე - სუფიზმი ლიტერატურაში (პარასკევი, 05.12)
7. გაგა ლომიძე - აკრძალული ლიტერატურა (პარასკევი, 12.12)
8. ლევან გიგინეიშვილი - „პატრიარქის შემოდგომა" და ძალაუფლების ბედისწერა (პარასკევი, 19.12)
9. მალხაზ ხარბედია - სემუელ ბეკეტი (პარასკევი, 26.12)
პარასკევის ლექციის მხარდამჭერია შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.
სტუმრებს გავუმასპინძლდებით ,,მარნეულის სასურსათო ქარხნის" ნაწარმით.