14 ნოემბერს, 19.00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა" - თი წარსდგება.
ვერდის უკვდავი ოპერა „ტრავიატა" თბილისში 1858 წლიდან იდგმება. იგი მრავალი გამოჩენილი ქართველი მომღერლის რეპერტუარშია.
„ტრავიატა"-ს საკონცერტო შესრულებაში მონაწილეობენ ოპერის თეატრის სოლისტები: მარიკა მაჩიტიძე, ნატალია ვოლჩენკო, მანანა იორდანიშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ზურაბ იაშვილი, თეიმურაზ ახობაძე, ტარიელ ჭიჭინაძე, ლევან მაკარიძე. ოპერის თეატრის გუნდს და ორკესტრს თეატრის საპატიო დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. ამავე შემადგენლობით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ტრავიატა" 2009 წლის 29 მარტს შესრულდა.
3 დეკემბერს კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი რ. ლეონკავალოს „ჯამბაზებს" წარმოადგენს.