ბიშკეკში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-დე გაიზარდა. დაშავებულთა რაოდენობა კი 180-ს აჭარბებს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
შეგახსენებთ, რომ მომიტინგეებმა პარლამენტის შენობა და ქვეყნის სახელმწიფო სატელევიზიო არხი დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიწვა მთავარი პროკურატურის შენობა.