ყირგიზეთში აქციის მონაწილეები პარალმენტის შენობის ნაწილს იკავებენ. პარლამენტში შეჭრილ მომიტინგეებს შორის არის სამართალდამცავების მიერ დღეს გათავისუფლებული ოპოზიციის ლიდერი, პარლამენტის ექს-სპიკერი ობურბეკ ტეკებაევი. სხვადასხვა ადგილობრივი მედიასაშუალების ინფორმაციით, მომიტინგეებმა პარლამენტი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს.
ამავდროულად ვრცელდეაბა ინფორმაცია, რომ ბიშკეკში იწვის გენერალური პროკურატურის შენობა.
ამ დროისთვის შეტაკებების შედეგად დაღუპულია 17 ადამიანი და 140-ზე მეტი დაჭრილი. ბიშკეკში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება.