ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით არეულობების შედეგად ყირგიზეთში 17 ადამიანის გარდაიცვალა. მათივე ინფორმაციით, ადამიანთა გარდაცვალების მიზეზი ძირითადად ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები გახდა.
"ამჟამად დაჭრილია 142 ადამიანი და მათ საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ", _ აცხადებს ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლარისა კაჩიბეკოვა.