ყირგიზეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხმა მუშაობა განაახლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ამჟამად ტელეეთერით მხოლოდ ოპოზიციონერები და უფლებების დამცველები გამოდიან, რომლებიც მოსახლეობას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ოპოზიციამ ყირგიზეთის ტელევიზიის შენობა აიღო და დაარბია. დედქალაქში მღელვარება ამჟამადაც გრძელდება.