ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტი ასკარ აკაევი რესპუბლიკის ახლანდელ პრეზიდენტს ყურბანბეკ ბაკიევს მოუწოდებს თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო.
"ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დასარჩენად ამ ფასს გადაიხდის. იგი ნებისმიერი მეთოდით ეცდება ხელისუფლების სათავეში დარჩეს. ხოლო ის თუ როგორ განვითარდება მოვლენები ყირგიზეთში ახლა ძალის რთული სათქმელია. რთულია პროგნოზირებაც", _ განაცხადა ასკარ აკაევმა რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" ეთერში. აღსანიშნავია, რომ თავად ასკარ აკაევმა 2005 წელს "ტიტების რევოლუციის" შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
"ყირგიზი ხალხისათვის ახლა საუკეთესო გადაწყვეტილება ბაკიევი წასვლა იქნებოდა", _ აცხადებს აკაევი, რომელიც სახალხო მღელვარებების მიზეზად ხელისუფლების "ანტისახალხო" პოლიტიკას ასახელებს.
შეგახსნეებთ, რომ ამჟამად ყირგიზეთის დედქალაქის ცენტრში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. მომიტინგეებს მძევლად ჰყავთ ქვეყნის პირველი პრემიერი. ბოლო ინფორმაციით, ყირგიზეთის შს მინისტრი გარდაცვლილია. მომიტინგები კი მთავრობის სახლს უტევენ.