უფლებების დამცველების ინფორმაციით, ყირგიზეთში შეკრებილი მომიტინგეების მიმართ სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს. ბიშკეკის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებში შეტაკებები კვლავ გრძელდება. ყირგიზეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის სახლის სახურავზე სნაიპერები იმყოფებიან. მომიტინგეთა ძირითადი მოთხოვნებია ადრე დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების გათავისუფლება და შეიარაღებული ადამიანების მთავრობის სასახლის შენობიდან გაყვანა.
ბოლო ინფორმაციით, ყირგიზეთში მომიტინგეებმა პირველ ვიცე-სპიკერთან ერთად ყირგიზეთის შს მინისტრიც აიყვანეს მძევლად.