ამ წუთებში ყირგიზეთის ცენტრში ათასობით მომიტინგესა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები გრძელდება.
ყირგიზეთის სახელმწიფო არხის ჟურნალისტებმა უკვე დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ მომიტინგეებმა ხელში ჩაიგდეს ტელევიზიის შენობა. მათი ინფორმაციით შენობა დარბეულია. რამდენიმე ჟურნალისტმა მოახერხა "აღებული შენობიდან თავის დაღწევა" მათი უმრავლესობა კი ჯერ კიდევ შენობაში იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით მომტინგეებს ასევე მძევლად ჰყავთ აყვანილი ქვეყნის პირველი ვიცე პრემიერი ალიბეკ ჯაპაროვი.
შეგახსენებთ რომ დაუდასტუყრებლი ინფორმაციით უკვე მოკლულია 6 ადამიანი, ხოლო დაჭრილია ასზე მეტი.