ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირგიზეთში კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. ინფორმაცია ამის შესახებ ყირგიზეთის სატელევიზიო არხებით გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ყირგიზული არხები არ აკონკრეტებენ, თუ კონკრეტულად ყირგიზეთის რომელ ტერიტორიაზე იმოქმედებს კომენდანტის საათი. თუმცა მედია აღნიშნავს, რომ იმის მიხედვით რომ პრეზიდენტის ეს ბრძანება უკვე გადაცემულია პარლამენტში დასამტკიცებლად "უნდა ვივარაუდოთ, რომ კომენდანტის საათი არა მხოლოდ დედაქალაქის, არამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს".
ამჟამად ბიშკეკში მთავრობის სახლის წინ მდებარე მოედანზე პოლიციისა და მომიტინგეთა შორის შეტაკება გრძელდება. მოედანზე რამდენიმე ათასი დემონსტრანტია შეკრებილი. ჯერ ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკვე 6 ადამიანი მოკლულია და 90-ზე მეტი დაჭრილი.