აუდიტორული შემოწმების შედეგად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არამოზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს. კერძოდ, გამგეობის მაღალჩინოსნებს ჯილდოს სახით მიღებული აქვთ თანხები `იმ საქმიანობის კვალიფიციურად შესრულებისათვის~, რაც საერთოდ არ გაუკეთებიათ, მითუფრო ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების შეუსრულებლობისას.
`საკრებულოს განკარგულებით `ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფის და საშემოსავლო ნაწილის დეფიციტის აღმოფხვრისათვის~ 2009 წლის 6 თებერვლამდე შეიქმნა 5 კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომლის ერთი თვის სახელფასო ფონდი განისაზღვრა 2,3 ათასი ლარით. მიუხედავად აღნიშნული ჯგუფის შექმნისა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების არცერთი სახეობა არ შესრულებულა და არც ბიუჯეტის დეფიციტი არ აღმოფხვრილა. თუმცა საანგარიშო პერიოდში საკრებულოს განკარგულებებით და გამგეობის ბრძანებებით, ძირითად შტატის და ხელშეკრულებით მომუშავე მუშაკებზე, დაკისრებული მოვალეობების `პასუხისმგებლობითა და კვალიფიციურად შესრულებისათვის~ გაცემულია ფულადი ჯილდოები~, - ნათქვამია აუდიტორულ დასკვნაში.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე ის ინფორმაციას არ ფლობს. არადა, დაზუსტებული ცნობით, ჯილდოს სახით თანხები თავად ჩივიაშვილმა გასცა.