პენტაგონი სკანდალში გაეხვა - გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ესვრიან ამერიკელი სამხედროები ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.
საქმე ეხება 2007 წლის ცნობილ სკანდალს, როდესაც მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ამერიკელი ჟურნალისტებიც დაიღუპნენ. სხვადასხვა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და ჟურნალისტები ამერიკელმა სამხედროებმა დახოცეს, რასაც პენტაგონი კატეგორიულად უარყოფდა. დღეს, ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანების ჯგუფს, რომელშიც ჟურნალისტებიც შედიან ვერტმფრენიდან სწორედ ამერიკელი სამხედროები ესვრიან.
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ინფორმაციით, უკანასკნელ 7 წელში დაღუპული 139 ჟურნალისტიდან 120 მათგანი ერაყის ომზე მოდის.