25 ოქტომბერს "თბილისობის'' ფარგლებში მასშტაბური ღონისძიება „თბილისი მარათონი" გაიმართება, რომელშიც დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები და მაჟორიტარი წევრების ბიუროს თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას.პროექტი საქველმოქმედოა და შემოსული თანხა სოფელ წალკაში ბედიანის ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება.
პროექტი თბილისის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება და მისი ინიციატორი "ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსია''.
„თბილისი მარათონი" არის რიგით მესამე ნახევარმარათონი, რომელიც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება. რეგისტრაციის თანხა - 10 ლარი „ჰაიდელბერგცემენტის" მიერ გაორმაგებული ოდენობით ბედიანაში მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება.
თბილისის საკრებულოს მხარს უჭერს მსგავს პროექტებს და აღნიშნული აქციით ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და ამასთანავე ქველმოქმედებას უწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები