30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიათა განცხადებების შეტანის ვადა ამოიწურა.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 36-მა პარტიამ გამოხატა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები:
“საქართველოს დემოკრატიული პარტია”;
პოლიტიკური “მომავალი საქართველო”;
“ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (ედპ);
მერაბ კოსტავას საზოგადოება;
პოლიტიკური მოძრაობა “სოლიდარობა”;
პოლიტიკური გაერთიანება “მამულიშვილთა ორდენი “სამშობლო”;
პოლიტიკური ორგანიზაცი “მამული”;
საქართველოს მწვანეთა პარტია;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები”;
საქართველოს რესპუბლიკური პარტია;
პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები” (ახლები);
პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატები”;
პოლიტიკური პარტია “ჩვენი ქვეყანა”;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”;
მოქალაქეთა პოლტიკური გაერთიანება “ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია”;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს მშრომელთა საბჭო;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასი”;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი” (სსსა);
პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენ თვითონ”;
მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის”;
პარტია “ნეიტრალური საქართველო”;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოს მშრომელთა უფლებების დაცვის პარტია”;
სრულიად საქართველოს “რადიკალ-დემოკრატთა ნაციონალური პარტია”;
საქართველოს კონსერვატიული პარტია;
პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება”;
პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს გზა”;
პოლიტიკური გაერთიანება `ხალხის პარტია~;
პოლიტიკური გაერთიანება `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება `მომავლის პარტია~;
`ძალოვანი ვეტერანების~, პატრიოტთა და პენსიონერთა პოლიტიკური მოძრაობა `მამულიშვილი~;
პოლიტიკური გაერთიანება `საქართველოს სპორტსმენთა კავშირი~;
მოძრაობა `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~;
საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია;
პოლიტიკური გაერთიანება “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის”;
პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ადვოკატები;
“სახალხო პარტია”.
ცესკო-მ უკვე დაარეგისტრიტა 19 პოლიტიკური პარტია, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.
დანარჩენმა პარტიებმა 10 აპრილის 18.00 საათიამდე ცესკო-ში მხარდამჭერების სულ მცირე 30 ათასი ხელმოწერა უნდა წარადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები