"დაიცავი საქართველოს" და "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები, ლევან გაჩეჩილაძე და სოზარ სუბარი ცოტა ხნის წინ "მრეწველების" ოფისში შეიკრიბნენ.
სოზარ სუბარი და ლევან გაჩეჩილაძე აცხადებენ, რომ ისინი გოგი თოფაძესთან იწყებენ პირველ კონსულტაციებს და "გამარჯვების ფორმულას" ეძებენ.
"ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამარჯვების ფორმულა", რაც გულისხმობს შეთანხმებას იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთმანეთს კი არ დაუპირისპირდეს, არამედ "ნაციონალურ მოძარაობას." ჩვენი ფორმულა არის, რომ ირაკლი ალასანია უნდა იყოს მერობის კანდიდატი, სამაგიეროდ ვთავაზობთ, რომ დავთმობთ, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურას", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მრეწველების ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ მათთვის ერთიანი კანდიდატის იდეა მისაღებია, თუმცა მიუღებელია ულტიმატუმების ენით საუბარი. მისი თქმით, გოგი თოფაძე კომენტარს კონსულტაციების დასრულების შემდეგ გააკეთებს.