სეპარატისტულ აფხაზეთში მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსეთის პრემიერ მინისტრის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნება.
რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას, რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
ბრძანების მიხედვით აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა სოხუმში გაიხსნება.