თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით პირველი კონსულტაცია "მრეწველების" ლიდერ გოგი თოფაძესთან გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "დაიცავი საქართველოს" პრესსამსახურიდან აცნობეს, "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარისა და "დაიცავი საქართველოს" თანადამფუძნებლის ლევან გაჩეჩილაძის შეხვედრა თოფაძესთან "ყაზბეგის" ოფისში, 12:00 საათზე დაიწყება.
კონსულტაციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე "ალიანსი საქართველოსთვის" კიდევ ერთი წარმომადგენელი კოკა გუნცაძე.
არ არის გამორიცხული დღესვე გაიმართოს შეხვედრა "კონსერვატორებთან".
შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძე "მრეწველთა პარტიამ" თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატად დაასახელა.