15 ოქტომბერს, 10:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართება აქცია ,,აკადემია სტუდენტებს და ლექტორებს".
აქციის ორგანიზატორები საგანგებო განცხადებას ავცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
«დღეს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არ ეკუთვნის სტუდენტებსა და ლექტორებს!
აკადემიაში არ მიმდინარეობს შემოქმედებითი პროცესი, არ არსებობს თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე, სასწავლო პროგრამები ვადაგასულია, არ არსებობს აკადემიური თავისუფლება, ხელოვნება ხელოსნობადაა გადაქცეული, განსაზღვრული ჯგუფისტუდენტებისა და ლექტორებისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, სტუდენტებში კლავენ თავისუფალ აზრს, შემოქმედებით უნარს და ეს აკადემიის უმთავრეს მიზნად აქციეს.
დახურულ კარს მიღმა „აფასებენ" სტუდენტებს და მათ არ აძლევენ საშუალებას დაიცვან საკუთარი შემოქმედება(ნაშრომი).
დახურულ კარს მიღმა ირჩევენ რექტორს,
დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტეს არ მიეღოთ ლექტორი, რომელმაც სტუდენტებთან ერთად საჯაროდ გააპროტესტა აკადემიაში არსებული მდგომარეობა.
აკადემიამ, როგორც უმაღლესმა სახელოვნებო სასწავლებელმა ფუნქცია დაკარგა.
მაშინ, როდესაც სისტემა უარს ამბობს პრობლემების მოგვარებაზე, ქმნის და ამატებს მათ.
მაშინ, როდესაც სისტემა დახურულ კარს მიღმა „მუშაობს", უფლებებს ართმევს სტუდენტებსა და ლექტორებს, ჩვენ მოვითხოვთ პროფესორთა კონკურსის უსამართლო შედეგების გაუქმებას, ჩვენ მოვითხოვთ ლუიზა ლაფერაძის დაბრუნებას აკადემიაში,უნდობლობას ვუცხდებთ რექტორის არჩევნების შედეგებსა და საკონსკურსო კომისიას.
დროა აკადემიისა თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლის ლექტორებმა და სტუდენტებმა, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, გაიაზროს პასუხისმგებლობა და დაიწყოს ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის. ეს არ არის მხოლოდ აკადემიის პრობლემა, ესააპრობლემა, რომელიც არსებობს მთელ საგანმანათლებლო სისტემაში.
აკადემია სტუდენტებსა და ლექტორებს!", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.