რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს 17-18 მაისს კიევში შეხვდებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, დიმიტრი მედვედევი და ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მესამე სხდომას ჩაატარებენ, რომელიც 17-18 მაისს გაიმართება.
"რუსეთ-უკრაინის სახელმწიფოთაშორისი კომისიის მესამე სხდომის გამართვა 17-18 მაისს კიევში იგეგმება. ამ კომისიას კი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ხელმძღვანელობენ", _ განაცხადა ნესტერენკომ.