უკრაინის ხელისუფლება რუსეთთან საზღვრის კონტროლის განახლებისა და მასზე საერთაშორისო მეთვალყურეობის წინადადებებზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქრორია ნულანდმა უკრაინის სასაზღვრო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
"რამდენადაც ჩვენ გვესმის, გუშინ ჩვენს მიერ აქ გამართული შეხვედრებიდან უკრაინული მხარე ამჯამად ამუშავებს ძალიან კონკრეტულ წინადადებს საერთაშორისო მეთვალყურეობისათვის და საერთაშორისო საზღვრის სუვერენიტეტის აღდგენისათვის, რომლებსაც ის რუსეთის ფედერაციასა და საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგენს. მაშინ ჩვენ ამ წინადადებების მხარდაჭერას შევძლებთ",_ განაცხადა ნულანდმა.