პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის ორი წლისთავს აფასებს და აცხადებს, რომ ,,1-ელ ოქტომბერს, დემოკრატიული არჩევნების შედეგად საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის პოლიტიკური ცვლილება განხორციელდა - პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით.ეს დღე დასაწყისია ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისა და იგი მუდმივ განვითარებას, ჩვენს უწყვეტ ძალისხმევას საჭიროებს. აუცილებელია განვაგრძოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესები. მხოლოდ ამგვარად შეიძლება საზოგადოებრივი ცხოვრება განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სრულფასოვნად დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რეალობად ვაქციოთ მომავლის ხედვა, რომელმაც ორი წლის წინ გაგვაერთიანა", -აცახდებს მარგველაშვილი.