რუსეთის ფედერაციაში ე.წ. "ღორის გრიპით" ორი ადამიანი გარდაიცვალა. ეს განცხადება რუსულ მედიასთან საუბარში ამ დილით რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ გააკეთა.
"როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის განცხადებით, ჩიტაში A/H1N1 ვირუსით 29 და 50 წლის ქალები დაიღუპნენ.
"ორივე მათგანს დიაგნოზი A/H1N1 ვირუსი დაუდგინდა. ორივე მათგანს პნევმონია ჰქონდა",_ განაცხადა ონიშჩენკომ და დასძინა, რომ ქალებიდან ერთ ერთი ფეხმძიმედ იყო, თუმცა ნაყოფის გადარჩენა ვერ მოხერხდა.