მოსკოვში მილიციამ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მიტინგზე აქტივისტების დაპატიმრება დაიწყო. რუსული მედიის ინფორმაციით, მრავალრიცხოვანი გაფრთხილებების მიუხედავად, იმის შესახებ, რომ აქცია არასანქცირებული იყო, ოპოზიციის მომხრეები მაინც შეიკრიბნენ და აქციის ჩატარება სცადეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონსტანტინე კოსიაგინი.
რუსული მედია იუწყება, რომ აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი. მათი ინფორმაციით, აქციას ძალიან ბევრი დასავლელი ჟურნალისტი აშუქებს.
აქცია კოალიცია "დრუგაია როსიასა" და რუსი უფლებების დამცველების მიერ არის ორგანიზებული.