ვინ უნდა აგოს პასუხი მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარ აფეთქებებზე? _ ამ კითხვით მიმდინარეობს გამოკითხვა მოსკოვის ფორუმზე.
"რა თქმა უნდა იმთავითვე საზოგადოებრივი აზრი გადაიხარა ვერსიისკენ, რომელიც რომის სამართალში აღწერილია წესით: "ეძებე ვისთვისაა მომგებიანი". ფორუმის მიერ დასმულ კითხვაზე ბოლო 24 საათის განმავლობაში ასე უპასუხეს...", _ იუწყება ფორუმი.
პრეზიდენტი - 159 ხმა, პრემიერი _ 299 ხმა, ძალოვნები _ 143 ხმა, ჩეჩენი ტერორისტები _ 46 ხმა, ოპოზიცია _ 11 ხმა, რიგითი მოქალაქეები _ 25 ხმა, არავინ _ 34 ხმა.