კომპანია „იუკოსის" ყოფილი ხელმძღვანელი მიხაილ ხოდორკოვსკი რუსი მილიარდერის ვლადიმერ ევტუშენკოვის დაკავების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მილიარდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა „როსნეფტის" პრეზიდენტის სურვილმა გამოიწვია, წაართვას ევტუშენკოვს კომპანია „ბაშნეფტი". ინფორმაციას ამის შესახებ „ვედომოსტი" ავრცელებს.
მისივე თქმით, „როსნეფტი" ნავთობის მოპოვების შემცირების საფრთხის წინაშე დადგა და სეჩინმა გადაწყვიტა ეს ნაკლოვანება „ბაშნეფტის" გადაყლაპვის ხარჯზე გაეკეთებინა მისათვის რათა რუსეთის პრეზიდენტის გული მოეგო.
„თუმცა, როგორც ჩვენ ვიცით ევტუშენკოვი გაჯიუტდა და მას არ სურდა თავისი ქონების გაყიდვა იმ პირობებით, რომელთაც მას როგორც ჩანს სთავაზობდდნენ. ჰოდა მიღებილი იქნა კიდეც გადაწყვტილება ემოქმედათ ცნობილი მეთოდით. აქ სხვა არაფერი არ არის. ყველაფერი ისედაც ცხადი და მარტივია",_ აცხადებს ხოდორკოვსკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ევტუშენკოვი დააპატიმრეს. კრემლმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ევტუშენკოვის დაპატიმრების საქმეში პოლიტიკა არაფერ შუაშია და პრეზიდენტმა პუტინმა ბიზნესმენის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ ამ გადაწვეტილების მიღების შემდეგ მიიღო.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, მილიარდერის დაპატიმრება დაკავშირებულია „რესპუბლიკა ბაშკორსტანის სათბობ ენერგეტიკულ კომპლექსში შემავალი საწარმოების აქციების დატაცებასთან და მათ ლეგალიზებასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან".
„გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები მიიჩნიოს, რომ დამნაშავეობრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზების საქმესთან დაკავშირებულია ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ევტუშენკოვი. დღეს მას ბრალი წაეყენა",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის: ღია სააქციო საზოგადოების „სისტემა" - რუსული ფინანსური სამრეწველო ჯგუფია, რომელსაც ბიჭური კავშირგაბმულობის ქსელის „ემ-ტე-ეს" -ის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის. თავად ვლადიმერ ევტუშენკოვი კი სტაბილურად შედის რუსეთის 20 ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რიცხვში. მისი ქონება 9 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.