აშშ-ს აეროკოსმოსურმა სააგენტომ - (NASA) კომპანიებთან Boeing-თან და SpaceX-თან უმსხვილესი კონტრაქტი გააფორმა, რომლებიც 2017 წლის ბოლოსთვის კოსმოსური ხომალდების აგებაზე ვალდებულებას იღებენ. შესაბამისად, 2017 წლიდან NASA შეწყვეტს რუსეთთან ურთიერთობას, თავისი ასტრონავტების საეთრთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასაყვანად.
ერთჯერადი ასეთი სახის მომსახურება, ერთი ასტონავტისთვის, NASA-ს 70 მლნ დოლარზე მეტი უჯდება. Boeing-თან და SpaceX-თან გაფორმებული კონტაქტის ღირებულება 6,8 მლრდ დოლარია. შესაბამისად ამერიკული მხარე შეწყვეტს რუსული "სოიუზების" გამოყენებას, რომლითაც ის 2011 წლიდან სარგებლობს.
NASA-ს ხელმძღვანელის ჩარლი ბოლდენის განმარტებით, ობმას ადმინისტრაციისთვის პირველი დღიდანვე მიუღებელი იყო, რომ მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო კოსმოსური პროგრამების განხორციელებაში სხვა სახელმწიფოებზე იყო დამოკიდებული. მისივე თქმით, გაფორმებული კონტრაქტები შესაძლებლობას იძლევა, რომ ამერიკელი ასტრონავტები ამერიკული მიწიდან, კოსმოსში 2017 წელს გაფრინდდნენ, რითაც რუსეთზე დამოკიდებულება შეწყდება.
Boeing-ისდა SpaceX-ის მიერ შექმნილი კოსმოსურ ხოლამდებს ერთდროულად, ბორტზე 7ადამიანის მიღება შეეძლებათ.